Belive

გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიხტენშტეინსა და აზერბაიჯანთან გამარჯვებების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ, 11 ოქტომბერს, შვეიცარიასთან გასამართი შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი). მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი). ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი). თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი). საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერობს.

სხვა სტატიები