Belive

გიბრალტარის წინააღმდეგ საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. აღნიშნული მატჩი გიბრალტარის წინაამდეგ გველის, რომელიც 22:45 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრისთვის გუნდის ფრანგმა თავკაცმა ვილი სანიოლიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარე: გიორგი ლორია

დაცვა: დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე

ნახევარდაცვა: ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი

შეტევა: ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე

ამ მატჩის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგს დაამყარებს და ნახევარ ფინალის მასპინძლობის უფლებასაც მიიღებს.

სხვა სტატიები