Belive

გიგი მჭედლიშვილი გორიცადან ლატვიის ტოპ გუნდში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიგი მჭედლიშვილი ლატვიის ერთ-ერთ წამყვან გუნდში ითამაშებს. ამპლუით მარჯვენა მცველი ხორვატიაში, "გორიცას" ღირსებას იცავდა. ახლა კი ლატვიაში გადაბარგდა, სადაც "ვენტსპილსის" მაისურს მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს. "ვენტპილსი" პირველ საკვალიფიკაციო მატჩს 11 ივლისს, ალბანური "ტეუტას" წინააღმდეგ გამართავს. გიგი მჭედლიშვილი 2013-14 წლებში "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა. 2014-15 წლებში "გურიაში" თამაშობდა, ხოლო 2017 წელს "სამტრედიასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. სწორედ სამტრედიიდან გადაბარგდა "გორიცაში".  

სხვა სტატიები