“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, რაიან გიგზი, გუნდი ამჟამინდელ პრობლემებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ინგლისში პირველობის მოპოვებისთვის, გუნდს შესაძლოა 20 წლის განმავლობაში მოუწიოს ბრძოლა.
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ (2012/13), “წითელ ეშმაკებს” პრემიერ ლიგაში პირველობა არცერთხელ არ უზეიმიათ. მას შემდეგ, გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა: დევიდ მოიესი, ლუის ვან გაალი და ჟოზე მოურინიო.
გასულ წელს, პრემიერ ლიგის გამარჯვებული “ლივერპული” გახდა: მერსისაიდული გუნდის ქომაგები ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. გიგზის მოსაზრებით, დღევანდელი “იუნაიტედი” ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
“მანჩესტერს პირველობისთვის 15-20 წელი დასჭირდება. მითუმეტეს, თუკი აქ იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა ისევ იქნებიან. თვითონ კლოპს, გუნდის აშენებისთვის 5 წელი დასჭირდა. უნდა გავიაზროთ, თუ როგორ იმოქმედა გერმანელმა: ის გუნდს ყოველწლიურად აძლიერებდა.”, – აღნიშნა გიგზმა ჯეიმი კარაგერის პოდკასტში საუბრისას.
მიმდინარე სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედს” 5 მატჩში 7 ქულა აქვს მოგროვებული და მე-15 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩში, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი საკუთარ მოედანზე “არსენალს” დაუპირისპირდება.