Belive

გიორბელიძის დებიუტი ავსტრიაში ევროპა ლიგაზე შედგა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ქართველი ფეხბურთელების "ვოლფსბერგერი" შინ "დინამო ზაგრებთან" 0:3 დამარცხდა. ავსტრიელთა განაცხადში იყო გურამ გიორბელიძე, რომლის დებიუტი ახალ გუნდში 82-ე წუთზე შედგა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის მარცხენა მცველი "ვოლფსბერგერში" ივლისში გადავიდა, თუმცა ტრანსფერამდე "დილაში" ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გაუცდა. ასევე გეტყვით, რომ მასპინძელთა რიგებში კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა.  

სხვა სტატიები