Belive

გიორგი აბურჯანია კარიერას პრიმეირა ლიგაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი პრიმეირა ლიგის ბინადარ "ჟილ ვისენტეს" ფეხბურთელი გახდება. abola.pt-ის ცნობით, "ჟილ ვისენტემ", რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, "პორტიმონენსედან" ემანუელ ჰეკმანი დაიმატა, მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელი იქნება. აბურჯანია, რომელიც წლების განმავლობაში "სევილიას" შემადგენლობაში რიცხებოდა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული და 2020 წლის სეზონში ნიდერლანდურ "ტვენტეშიც" გამოდიოდა, იქამდე კი კვიპროსულ "ანორთოსისშიც" ირიცხებოდა, 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა და ბოლო სეზონის ნახევარი ჯერ "რეალ ოვიედოში", მერე კი "კარტახენაში" გაატარა, უკვე თავისუფალი აგენტია. გიორგი აბურჯანია კარერიას რუსთავის "მეტალურგში" იწყებდა, ასევე თბილსისი "ოლიმპიკში", გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივშიც" უთამაშია.​ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აბურჯანიამ 22 მატჩი ჩაატარა და ა1 გოლის გატანა მოახერხა, ეს ეროვნული გუნდის მიერ გატანილი ბოლო გოლი გახლავთ, რომლითაც ვილი სანიოლმა "ჯვაროსნების" თავკაცის რანგში სადებიუტო შეხვედრა მოიგო და რუმინეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

სხვა სტატიები