Belive

გიორგი აბურჯანია: "ნაკრებში გოლი განსაკუთრებულია და მე ჩემს მეუღლეს მივუძღვენი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა.
"ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი", - თქვა ლა ლიგა 2-ის ბინადარი "კარტახენას" ქართველმა შუახაზელმა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები