Belive

გიორგი აბურჯანია: " ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზე ვართ, C დივიზიონში წარმატებაც მნიშვნელოვანია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩამდე, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა. "ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები