Belive

გიორგი აბურჯანია: "ტვენტეს სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს ეს ნიდერლანდებთან მატჩშიც გაგრძელდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ, რომელიც რუმინეთთან გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. "თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება. "ტვენტეს" სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ეს გაგრძელდება", - თქვა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარი "კარტახენას" 26 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში. გიორგი აბურჯანია "ტვენტეში" 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე "სევილიადან" განათხოვრების წესით თამაშობდა და 18 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, "ტვენტეს" სტადიონზე, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები