Belive

გიორგი აბურჯანიას ახალი გუნდი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ტოვებს - ქართველი ფეხბურთელი კარიერას კვლავ ესპანეთში გააგრძელებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ გიორგი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს, სადაც "რეალ ოვიედოს" მაისურს მოირგებს. ტრანსფერს ესპანელთა სპორტული დირექტორიც ადასტურებს. როგორც ცნობილია, აბურჯანიას ნიდერლანდულ კლუბთან პირადი დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ის "ტვენტეს" ოფიციალურად დატოვებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "ტვენტეში" "სევილიადან" გაანათხოვრეს. გიორგის კლუბში ამ სეზონშიც უნდა ეთამაშა, თუმცა, ნიდერლანდელები არაევროკავშირელი ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებენ.  

სხვა სტატიები