Belive

გიორგი ბერიძე სიმბოლურში - ნაკრების ახალწვეული უნგრეთში გამოარჩიეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო, უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "კიშვარდასთან" მატჩში მან დეიდებულად ითამაშა, მე-1 და 35ე წუთზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა", -წერს უნგრული გამოცემა csakfoci.hu 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ. გიორგი ბერიძე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაში მყოფი ლეგიონერია. "უიპეშტის" ქართველ თავდამსხმელს უნგრეთის ჩემპიონატში 8 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე კი 24 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
ბერიძე ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრისთვის, შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ, "ჯვაროსნების" შემადგენლობაში გამოიძახა. ფრანგი სპეციალისტის დებიუტი საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები