Belive

გიორგი ჩაკვეტაძე გენტთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დასაბრუნებლად კიდევ ერთხელ ემზადება. 21 წლის ფეხბურთელი "გენტთან" ერთად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლოს 4 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ბეერსხოტთან" ითამაშა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიორგი ბოლომდე სათამაშოდ მზად არ იყო და დაზიანება მას კიდევ უფრო გაურთულდა. საბოლოო ჯამში, ჩაკვეტაძეს სექტემბრის შემდეგ მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ, "გენტის" 10-იანი ნაკრებს ბელარუსთან და მაკედონიასთან ისტორიულ თამაშებში ვერ დაეხმარა. დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი "გენტის" განაცხადს უახლოეს ტურებში დაუბრუნდება.
StorySaver.Org-kaagent.nieuws_129326987_3503834139653631_1191759597583551769_n

სხვა სტატიები