Belive

ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტი” დატოვა – ქართველი ფეხბურთელი იჯარით “ჰამბურგში” ითამაშებს.

ტრანსფერი გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ცნობილია, რომ მხარეები  6-თვიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

“ჰამბურგი” გერმანიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს, სადაც 34 ქულით “შალკესთან” ერთად მე-4 – მე-5 პოზიციებს ინაწილებს. ბუნდესლიგაში პირველი ორი გუნდი გადადის, ხოლო მე-3 ადგილი პლეი-ოფს ითამაშებს. Spilleautomater clickmiamibeach.com spil Eskorte Ridder (Automatic slot games) vor Du analyserer spillautomaten på onlinet.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “გენტში” 2017 წლიდან ირიცხებოდა. კარგი სადებიუტო სეზონის შემდეგ, გიორგიმ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ, სრულფასოვანი დაბრუნება ვერ მოახერხა. 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 81 მატჩში 8 გოლი და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების წევრი “გენტის” განაცხადში ვეღარ ხვდებოდა.

სხვა სტატიები