Belive

გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენალური სტატისტიკა ერთა ლიგაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლის გატანა გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლეს და აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ მერებაშვილს საგოლე პასიც გაუკეთა. არ შეიძლება არ გამოვარჩიოთ გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ერთა ლიგაზე ფენომენალური სტატისტიკა აქვს: 6 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა, 1 მოპოვებული თერთმეტმეტრიანი. მისი დამსახურებით, ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

სხვა სტატიები