Belive

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით შემცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია, ქართველი ფეხბურთელი სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული დაზიანების შემდეგ მოედანზე სრულფასოვან დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ქრონიკული ტრავმიანობა აისახება "გენტის" 10-იანის სატრანსფერო ღირებულებაზეც. ცნობილმა საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება 2 მილიონით შეამცირა, ახლა კი გიორგი მხოლოდ 4 მილიონი ევრო ღირს. 21 წლის ფეხბურთელის ფასი 2018 წლის დეკემბერში 9 მილიონი იყო, თუმცა მძიმე ტრავმისა და ოპერაციების შემდეგ, გიორგის ძველი ღირებულების ნახევარიც აღარ დარჩა. ჩაკვეტაძის თქმით, მოედანს ის თებერვლის ბოლოს დაუბრუნდება.

სხვა სტატიები