Belive

გიორგი ჩაკვეტაძით ბუნდესლიგის გრანდი დაინტერესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" 19 წლის ფეხბურთელით, გიორგი ჩაკვეტაძით, დორტმუნდის "ბორუსია" დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საიტი transfermarkt.de იუწყება. ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, "გენტის" მატჩს, ჩაკვეტაძის სანახავად, "დორტმუნდის," "აინტრახტისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" სკაუტები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები