Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი: "ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, უბედნიერესი ადამიანი ვარ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრები 2022 წელს 17 ნოემბერს გასამართი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელშიც მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 2 დებიუტანტია: საბა საზონოვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ორივე ფეხბურთელია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ.

"საბურთალოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შემდეგ კლუბის 21 წლის მარჯვენაფლანგელის პირველი კომენტარი გაავრცელა.

"ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, გამონაკლისი არც მე ვარ. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს. ასე გადმოცემით რთულია ამ ემოციების გამოხატვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და მწვრთნელებს ნდობისთვის, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს”, ყველა ჩემს გულშემატკივარსა და ჟურნალისტებს. ვეცდები ამ იმედების გამართლებას", - თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

გიორგი გოჩოლეიშვილს თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 85 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 8 გოლი და 12 საგოლე პასია.​ ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, გოჩოლეიშვილის დამატება ლა ლიგის წარმომადგენელ "ვალენსიას" სურს.

სხვა სტატიები