Belive

გიორგი გულიაშვილი: "დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შედგა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში - 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა. "პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი. როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა", - თქვა გიორი გულიაშვილმა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მხრიდან ინგლისელთა კარში დუბლი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა, ხოლო 1 გოლის გატანა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოახერხა.

სხვა სტატიები