Belive

გიორგი ხარაიშვილი: "ვარჯიში განვაახლეთ, სეზონი სავარაუდოდ ივნისში დაიწყება"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კორონავირუსის პანდემიას სხვადსხვა ქვეყანაში განსხვაბებულად ებრძვიან. უკვე არსებობს გარკვეული პროგნოზები საფეხბურთო ცხოვრების განახლებასთან დაკავშირებით. შვედეთში, ორშაბათიდან გუნდებმა ჯგუფური ვარჯიშების ჩატარება გადაწყვიტეს. "გიოტებორგში" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი თამაშობს, რომელსაც არსებული რეალობის შესახებ ვესაუბრეთ. როგორი გავლენა იქონია კორონავირუსმა ფეხბურთზე შვედეთში? ისევე, როგორც ყველგან, შვედეთშიც ფეხბურთი გაჩერებულია. ჩემპიონატი სულ მალე უნდა დაგვეწყო, როცა ვარჯიში შევწყვიტეთ. ამჟამად, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ამიტომ, ორშაბათიდან ჯგუფური ვარჯიშები დავიწყეთ. არსებობს ამხანაგური მატჩების ჩატარების ვერსიაც. აქამდე, სანამ სახლში ვიყავი ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი, თუმცა მხოლოდ ფიზიკურად და ბურთთან შეხება არ მქონია. ახლა კი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. ჩემპიონატის დაწყებას სავარაუდოდ, ივნისში აპირებენ.
წინა სეზონი გუნდმა კარგად დაიწყო, თუმცა ბოლოს ლიდერთა შორის მაინც ვერ მოხვდა. რატომ? კი, თავიდან კარგად დავიწყეთ და რამდენიმე მატჩი მოვიგეთ. თუმცა, ზაფხულში გუნდში ბევრი ცვლილება იყო. წავიდნენ ლიდერები, ასევე გამორჩეულ ფეხბურთელებს ჰქონდათ ტრავმები და სტაბილური სათამაშო ფორმის ბოლომდე შენარჩუნება ვერ შევძელით. "გიოტებორგს" 34 წლის სპეციალისტი წვრთნის, როგორია მასთამ მუშაობა? მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ის შვედეთში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. უყვარს დისციპლინა და არის ძალიან მომთხოვნი. სტადიონს მიღმა ის ფეხბურთელების თანაბარი და მეგობრული პიროვნებაა, თუმცა მოედანზე სრულიად სხვა ადამიანად გარდაისახება ხოლმე და შენგან მაქსიმალურს ითხოვს.
ჰოლანდიასა და შვედეთში დაიწერა, რომ ამსტერდამის "აიაქსი" შენით ინტერესდებოდა. რეალური იყო ეს ინტერესი? პირადად მე არავინ დამკავშირებია და საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია პრესაში, არ ვიცი. საერთოდ, თუ უკეთესი ვარიანტი მექნება კარგი იქნება, მაგრამ ამჟამად კლუბში დავრჩი და "გიოტებორგთან" ერთად წარმატების მიღწევა მსურს. წინა წელს ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანე. როგორ გაიხსენებ ამ მატჩს? ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელელისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვიყავი და იმ სიხარულის ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
გიბრალტართან მატჩში ტრავმა მიიღე. ამჟამად როგორია შენი ჯანმრთელობის მდგონარეობა? ყველაფერი რიგზეა. ტრავმა სრულად მოვირჩინე და სრულად კონცენტრირებული ვარ ფეხბურთზე. იმედი მაქვს, სეზონს მალე დავიწყებთ და თამაშს მოვახერხებ.

სხვა სტატიები