გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან მიღებული ტრავმის სირთულეზე ისაუბრა

510
ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მატჩის 56-ე წუთზე გიბრალტარელთა ფეხბურთელის მიერ უხეშობას გიორგი ხარაიშვილის მძიმე ტრავმა მოჰყვა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა თამაში ვეღარ გააგრძელა.

აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგიმ ტვინის შერყევა მიიღო და ყბა დაიზიანა, თუმცა, საბედნიეროდ, ხარაიშვილი თავს კარგად გრძნობს და მალე შემდეგი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.

“პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას – ძლიერი შეჯახება იყო, რის შემდეგაც გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.

მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც გოლისა და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა,” – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა.

(510)

გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან მიღებული ტრავმის სირთულეზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-