Belive

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში კვლავ გაიტანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მორიგი ბურთი გაიტანა. "გეტენბორგმა", რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელი იცავს, მე-8 ტურის დასკვნით მატჩში "ნორკოპინგი" სტუმრად 1:2 დაამარცხა და გამარჯვების ბურთი 83-ე წუთზე სწორედ ქართველის ანგარიშზეა. ხარაიშვილმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და გარდა ამისა, მას სამი საგოლე გადაცემაც დაუგროვდა. "გეტენბორგი" 16 ქულით მეორე ადგილზეა და 16 მაისს ლიდერ "მალმიოს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები