გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

6 ოქტომბერს შვედეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები შედგა, სადაც გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი” შინ “ტრელებორგს” დაუპირისპირდა. 

“გოტებორგმა” შინ ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის გამორჩეული გამოდგა, რადგან “გოტებორგის” შემადგელობაში მატჩის მე-100 წუთზე ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილისთვის ეს მე-7 გოლია და მას 7 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემას აქვს.

 

(776)

სტატიის ავტორი
-