Belive

გიორგი კოხრეიძე ზაგრების დინამოსთან ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კოხრეიძემ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფთან" ორივე მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი. ქართველი გულშემატკივარი შეცდომაში შევიდა, რომლებსაც ეგონათ, რომ კოხრეიძე ზაგრების "დინამოსთნ" პირველ თამაშში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარებოდა. ჩემპიონთა ლიგის წესებში წერია, რომ ფეხბურთელი მატჩს 3 გაფრთხილების გამო ტოვებს. აქედან გამომდინარე, "საბურთალოს" ახალგაზრდა შემტევი თბილისში ხორვატების წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები