Belive

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესოობისთვის იბრძვის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსული ვებ-გვერდი pasp.org.cy ქვეყნის ჩემპიონატში ყველა პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების გამოკითხვას აწარმოებს. თავდაპირველად, გულშემატკივარმა საუკეთესო მეკარე უნდა აირჩიოს და აქ წარმოდგენილ 12 კანდიდატს შორის ერთ-ერთი გიორგი ლორიაა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერს მითითებულ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ. "ამ დღეებში ყველანი სახლში ვართ და დროის გაყვანას სხვადსხვა საშუალებით ვცდილობთ. ეს გამოკითხვის ჩასატარებლად ეს საუკეთესო პერიოდია. გვინდა, რომ აირჩიოთ თქვენი ფავორიტი ფეხბურთელები და რჩეულები ჩვენი სპოსნორებისგან პრიზებს სახლშივე მიიღებენ",-წერია კვიპროსული გამოცემის მასალაში. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში" 21 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები