Belive

გიორგი ლორია სალამისთან მატჩში MVP გახდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრის MVP გახდა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც 5 ქართველი ფეხბურთელი იცავს, ფამაგუსტურ დერბიში "ნეა სალამისს" კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში 3:2 მოუგო, რომლის ბოლო წუთებშიც ლორიამ გუნდი გოლისგან იხსნა და გამარჯვება მოუპოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ანორთოსისის" ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, სადაც გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს - ქომაგების სიმპატია გამოცდილ ქართველ მეკარეს ერგო. ქართველების გუნდი ჩემპიონატში პირველია და საჩემპიონო ჯგუფის დაწყებამდე ბოლო შეხვედრას "აეკ ლარნაკასთან" გამართავს.  

სხვა სტატიები