Belive

გიორგი ლორია ტრავმირებულია - საქართველოს ნაკრების მეკარემ ეთნიკოსთან ვერ ითამაშა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, omada.reporter.com.cy ავრცელებს და წერს, რომ 34 წლის გოლკიპერმა, რომელიც თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი, მატჩისწინა მოთელვის დროს, ტკივილი იგრძნო და გასახდელში გაემართა, რის გამოც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. საბოლოოდ, "ანორთოსისმა" "ეთნიკოსს" გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 19 ქულით ლიდერ "აპოლონს" გაუთანაბრდა. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვეცდებით "ჯვაროსნების" მთავარი მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობები ოპერატიულად მოგაწოდოთ.

სხვა სტატიები