გიორგი ლორიამ ანორთოსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ, კვიპროსულ “ანორთოსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გამოცდილი ქართველი მეკარე ხმელთაშუაზღვაში მდებარე კუნძულზე 2024 წლამდე დარჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

36 წლის მეკარე “ანორთოსისის” მაისურს 2019 წლის 4 ივლისის შემდეგ ირგებს და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდში 92 მატჩი ჩაატარა, 97 გოლი გაუშვა და 34 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი ლორიას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ დაგროვებული 39 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს და ევროზონას 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს “ანორთსოსისი” 18 მარტს, “პაფოსის” წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

გიორგი ლორიამ ანორთოსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-