Belive

გიორგი ლორიამ კლუბი დატოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
32 წლის ქართველმა გოლკიპერმა, გიორგი ლორიამ, რუსული კლუბი "კრიალია სოვეტოვი სამარა" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც გიორგი ამბობს, ეს გადაწყვეტილება მან იმიტომ მიიღო, რომ არ სურდა სათადარიგო სკამზე ჯდომა. ქართველს სათამაშო დრო სურს და იმედოვნებს, რომ კლუბს მარტივად და სწრაფად იპოვის. ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს მომავალში ქართველი კიპერი. გიორგი ლორია რუსულ კლუბში 2017 წლის 21 აგვისტოს ჩაირიცხა და 25 მატჩი ითამაშა.

სხვა სტატიები