გიორგი ლორიამ მაგდებურგი დატოვა

303
ნახვა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ “მაგდებურგი” დატოვა.

ქართელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში ბოლო მატჩი გუშინ ჩაატარა. ლორია “მაგდებურგში” 2019 წლის იანვარში გადავიდა და 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდის მწვრთნელმა ლორია 86-ე წუთზე შეცვალა, რათა გულშემატკივრებისაგან დამსახურებული აპლოდისმენტები მიეღო.

გიორგი ლორიას “მაგდებურგთან” 6-თვიანი კონტრაქტი ჰქონდა. გუნდი მესამე “ბუნდესლიგაში” გავარდა და ქართველი მეკარეც კლუბს დაემშვიდობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლორია კარიერას “ანორთოსიში” გააგრძელებს, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაია გახდა.

(303)

გიორგი ლორიამ მაგდებურგი დატოვა

სტატიის ავტორი
-