Belive

გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია-საშუალებები ავრცელებენ. საქართველოს ნაკრების მეკარე "ალმერიაში" ითამაშებს. diariodealmeria.es-ი იუწყება, რომ ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კლუბი უახლოეს საათებში ორ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ერთი მათგანი გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი, "სარაგოსას" ცენტრალური ნახევარმცველი რაულ გუტია, მეორე კი ქართველო გოლკიპერი. 30 წლის კარის დარაჯს პორტუგალიურ "სეტუბალთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი მილიონნახევარი ევროა. "ალმერიამ" წინა სეზონში ლა ლიგაში დასაწინაურებელ პლეი-ოფში ადგილი მოიპოვა, თუმცა იქ "ჟირონას" ბარიერი ვეღარ დასძლია. "დინამო თბილისის" აღზრდილი მეკარე 2014 წლიდან პორტუგალიაში თამაშობს და იქ "ფეირენსეს", "მორეირენსეს", "რიუ ავესა" და "სეტუბალის" ღირსებას იცავდა. 2017 წელს ის ქვეყნის თასის გამარჯვებულიც გახდა.

სხვა სტატიები