გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშია

პორტუგალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა. გასულ სეზონში ტიტული “პორტუმ” მოიპოვა, ხოლო უმაღლეს ლიგას “პორტიმომენსე” და “ავეში” დაემშვიდობნენ.

პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში გიორგი მაკარიძის “სეტუბალმა” შინ “ბელენენსეში” 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველმა მეკარემ სეზონში მე-13 მშრალი მატჩი ჩაატარა, რითაც პორტუგალიის ჩემპიონატში მე-3 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

გიორგი მაკარიძე არაერთმა გამოცემამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 2019/20 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშია 1

(136)

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-