Belive

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მეკარედ აღიარეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა goalpoint.pt-მა პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოარჩია, სადაც "ბენფიკას", "პორტუსა" და "სპორტინგის" მოთამაშეების გვერდით ქართველი გოლკიპერი აღმოჩნდა. "სეტუბალის" 29 წლის ქართველს, რომელსაც შესანიშნავი სერია აქვს, თერთმეტეულში 6.55-ქულიანი შეფასება აქვს, რაც გუნდში ოთხი ფეხბურთელის მაჩვენებელს აღემატება. "მართალია, მაკარიძემ ბოლო მატჩებში რამდენიმე გოლი გაუშვა, თუმცა თავისი გუნდი უფრო მეტჯერ გადაარჩინა. ის დეკემბრის თვეში მესამე ყველაზე კარგი შედეგის მქონე მეკარეა. მის ანგარიშზე 11 მოგერიებაა, აქედან ერთი პენალტი", - წერს პორტუგალიური გამოცემა ქართველი კარის დარაჯის შესახებ. მაკარიძეს ამ სეზონში ორი საუკეთესო გუნდის "ბენფიკასა" და "პორტუს" მეკარეების შემდეგ ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი აქვს, ის სეზონის სამ საუკეთესო მეკარეს შორის შედის.

სხვა სტატიები