Belive

გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში "სეტუბალსა" და "სპორტინგს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. გიორგი მაკარიძე მატჩში გამორჩეული იყო და სეზონში კარის მშრალად შენახვა 12-ედ მოახერხა. "სპორტინგის" ფეხბურთელებმა მისი კარის მიმართულებით 13-ჯერ დაარტყეს, საიდანაც ზუსტი 3 იყო. მაკარიძის თამაში პორტუგალიაში 7.6 ქულით შეაფასეს, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გიორგი ტურის სიმბოლურ გუნდში მომხვდარიყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრი მატჩების გოლის გაუშვებლად ჩატარების რაოდენობით პორტუგალიაში მესამეა. მას მხოლოდ "ბენფიკასა" და "პორტუს" მეკარეები უსწრებენ. იქიდან გამომდინარე, რომ "სეტუბალი" გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, მიღწეული შედეგი ორმაგად შთამბეჭდავია.    

სხვა სტატიები