Belive

გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი ქართველი გოლკიპერი გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ადგილოსან "ვიტორია სეტუბალში" ჩაირიცხა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მაკარიძისა და "სეტუბალის" კონტრაქტის დეტალები. აღსანიშნავია რომ ეს მაკარიძისთვის მეოთე პორტუგალიური გუნდია, მანამდე ქართველი მეკარე "რიო ავეს", "მორეირენსეს" და "ფეირენსეს" რიგებს იცავდა, მანამდე კი საფრანგეთში "ლე მანის" ღირსებას იცავდა. გიორგის საქართველოს ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. Live.Ge წარმატებებს უსურვებს გიორგის.

სხვა სტატიები