Belive

გიორგი მაკარიძით პოლონური გრანდი დაინტერესდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სეტუბალის" ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის გადაბირება "ლეგიას" სურს. ინფორმაცია ვარშავული კლუბის არაოფიციალურ საიტზე ვრცელდება. როგორც ცნობილია, პოლონელები 30 წლის მეკარის ტრანსფერზე უკვე მუშაობენ. მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. გიორგიმ "სეტუბალის" კარის მშრალად შენახვა 13 თამაშში მოახერხა, რაც პრიმეირა ლიგაში მე-3 საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, რომ "ლეგიაში" თამაშობს ვაკო გვილია, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

სხვა სტატიები