Belive

გიორგი მამარდაშვილი FIFA 22-ის სამ ყველაზე პერსპექტიულ მეკარეს შორის მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა საფეხბურთო გვერდმა Goal.com-მა ვიდეო-თამაშის, FIFA 22-ის რეიტინგების მიხედვით 50 საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერის ჩამონათვალი გამოაქვეყნა და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად განიხილა. საინტერესოა, რომ სამეულში საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. 21 წლის კარის დარაჯი ამ სიაში მესამე პოზიციას იკავებს, მისი კოეფიციენტი კი 75-ს უდრის. აქვე განხილულია პოტენციური რეიტინგიც, რომლის მიხედვითაც, "დინამო თბილისის" აღზრდილ მეკარეს შესაძლოა მომავალში შეფასების სახით - 83 ჰქონდეს.
"გიორგი მამარდაშვილი თამაშში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა მეკარეა, მაგრამ ის მეტ-ნაკლებად მზადაა პირველი გუნდისთვის - რაზეც მისი "ვალენსიას" განაცხადში ყოფნა მოწმობს", - წერს ბრიტანული გამოცემა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
მიმდინარე სეზონში, თბილისის "ლოკომოტივის" და "რუსთავის" ყოფილმა მეკარემ "ვალენიას" მაისურით ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები