Belive

გიორგი მამარდაშვილი გრანადასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მეორე ტურში, "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში იქნება. ე სპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის მეორე რაუნდში "ღამურები" "გრანადას" დაუპირისპირდებიან, გუნდის კარის უსაფრთხოებაზე კი პირველი შეხვედრის მსგავსად 20 წლის ქართველი გოლკიპერი იზრუნებს. შეხვედრა "ნუევო დე ლოს კარმენესზე" 21 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ქართველ გულშემატკივარს სილქ სპორტის ეთერის მეშვეობით შეეძლება.

სხვა სტატიები