Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტური დასრულდა. ათივე შეხვედრის გამართვის შემდეგ, სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. მეკარის პოზიციაზე, საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც "ხეტაფესთან" - 1:0 მოგებულ შეხვედრაში ბურთი 4-ჯერ მოიგერია, მესამე დამატებულ წუთზე "ვალენსია" გოლის გაშვებას გადაარჩინა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი - 8.1 შეფასება დაიმსახურა. ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემების Whoscored-ისა და Sofascore-ის ვერსიით, მის ოც კოლეგას შორის ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს, მასთან ყველაზე ახლოს კი "სევილიას" ახალწვეული სერბი მეკარე, მ,არკო დმიტროვიჩი იყო, რომელმაც 7.3 კოეფიციენტი დაიმსახურა. ასევე, Silk Sport-ის ჟურნალისტის, ტატო ბაციკაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის ოფიციალურმა არხმა ტურის საუკეთესო მეკარედ სწორედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. ლა ლიგის შემდეგ ტურში, 21 აგვისტოს, "ვალენსია" "გარანდას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები