Belive

გიორგი მამარდაშვილი Marca-ს სეზონის აღმოჩენათა გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის სეზონი დასრულდა, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ჩატარებულმა მატჩებმა კი არამარტო ქართველ გულშემატკივარზე, არამედ, ესპანელებზეც მოახდინა შთაბეჭდილება. საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე Marca-ს სეზონის აღმოჩენათა 11-ეულში მოხვდა. მამარდაშვილი ესპანურმა გამოცემამ ისეთი ფეხბურთელების გვერდით დააყენა, როგორებიც არიან: კამავინგა და გავი. გარდა ამისა, სიმბოლურ ნაკრებში ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი, ნიკო უილიამსი და მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეული, რეინილდოც მოხვდნენ.
mamarda
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" გასულ ზაფხულს გადავიდა. "დინამო თბილისმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 850 ათასი ევრო მიიღო. გიორგიმ ლა ლიგის 18 მატჩში 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. "ღამურებთან" ერთად მამარდაშვილი კოპა დელ რეის ფინალშიც გავიდა, სადაც "ბეტისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.  

სხვა სტატიები