Belive

გიორგი მამარდაშვილი ოსასუნასთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-4 ტურში ,,ვალენსია'' ,,ოსასუნას'' ესტუმრება. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება. ,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 შეხვედრას ჩაატარებს. მამარდაშვილმა წინა სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ორ თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. 3 ტურის შემდეგ ,,ვალენსია'' 7 ქულით ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ბილბაოს'' 1 ქულით ჩამორჩება.


ვალენსიას ძირითადი შემადგენლობა:

სხვა სტატიები