ლა ლიგის მე-5 ტურში ,,ვალენსია” ,,რეალს” უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 შეხვედრას ჩაატარებს.
მამარდაშვილმა წინა ოთხ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ორ თამაშში კი კარი მშრალად შეინახა.
4 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 10 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ატლეტიკოს” 1 ქულით ჩამორჩება.
⚽STARTING XI 🆚 @realmadriden #ValenciaRealMadrid 🦇⚪ pic.twitter.com/kbOc8qU51k
— Valencia CF (@valenciacf_en) September 19, 2021