Belive

გიორგი მამარდაშვილი სევილიასთან შეხვედრაში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს "ვალენსია" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. ესპანეთის ჩემპიონატის საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში, თანაც უკვე მიჯრით მეექვსე მატჩში ხოსე ბორდალასმა "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი განამწესა.

მატჩი ანდალუსიაში, "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები