გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა | VIDEO

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს (მეორედ სეზონში).

,,ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, ქართველმა მეკარემ მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, მათ შორის ერთ-ერთი სეივი ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილი KING OF THE MATCH-ი გახდა (მესამედ სეზონში).

35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.


გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-