Belive

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება სექტემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, Acronis-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სექტემბრის თვის საუკეთესო "სეივად" 21 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება დასახელდა, რომელიც მან 27 აგვისტოს, ლა ლიგის მესამე ტურში, "ალავესთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში, შემოგვთავაზა.

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი მოგერიება "ალავესის" წინააღმდეგ: https://www.live.ge/fexburti/giorgi-mamardashvilis-brtsqhinvale-mogerieba-alavesthan-video/ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყისი 6 ტურის შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა 7 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.  

სხვა სტატიები