Belive

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე გაიზარდა - ქართველი მეკარის ფასი 5 მილიონი ევრო გახდა. ამიერიდან, "ვალენსიას" 21 წლის ლეგიონერი "ღამურების" ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იქნება. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ესპანურ გუნდს "დინამო თბილისიდან", 850 ათას ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თავდაპირველად, გიორგი "ვალენსიამ" იჯარით დაიმატა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ახალგაზრდა მეკარე გამოისყიდეს. მამარდაშვილმა ლა ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში მშრალად კარი 6-ჯერ შეინახა. გარდა ამისა, გიორგის "ბეტისთან" კოპა დელ რეის ფინალური თამაში ელის.

სხვა სტატიები