Belive

გიორგი მერებაშვილი თვის საუკეთესო გახდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მერებაშვილი პლოცკის "ვისლას" ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა პოლონური კლუბის შემადგენლობაში წინა თვეში 2 შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ორივე შემთხვევაში თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა. ბოლო სამი შეხვედრაა მერებაშვილი სრულად თამაშობს. 33 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ექსტრაკლასში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, მისი გუნდი კი 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები