Belive

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "მეცის" 21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩში "ვალენსიენთან" - 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე 88 წუთი გაატარა და საბოლოო ჯამში, Sofascore-ის ვერსიით, 7.9 შეფასება დაიმსახურა. ამ მხრივ, სათამაშო კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მიქაუტაძის შეფასება მესამე იყო.
No description available.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მიქაუტაძის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. შემდეგ შეხვედრას "მეცი" 20 აგვისტოს, "ლავალის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები