Belive

გიორგი მიქაუტაძე სერენის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,სერენის'' თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე ბელგიური გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გიორგის საჩუქრად ,,ოქროს ბუცი'' და ,,სერენის'' მაისური გადაეცა, სადაც მისი გვარი ქართულადაცაა დაწერილი. დღეს მიქაუტაძის გუნდმა შინ ,,ლიერსთან'' ითამაშა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონი 20 წლის თავდამსხმელისთვის გამორჩეულია - მიქაუტაძე ბელგიის მეორე ლიგის ბომბარდირთა სიას ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 19 გოლით ლიდერობს. 19 გოლია დანტე ვანზეირის ანგარიშზეც, რომელიც ბოლო ტურში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.



 

სხვა სტატიები