Belive

გიორგი მიქაუტაძემ მეცთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 წლის ქართელი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მიქაუტაძე "მეცში" 2017 წლიდან ასპარეზობს და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში უთამაშია. გიორგის დებიუტი ლიგა 1-ში 2019 წელს შედგა, როცა "ნიცას" წინააღმდეგ 83-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი "სერენშიც" იყო განათხოვრებული, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

ამჟამად "მეცი" ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 21 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ბოლონის გაწვრთნილ გუნდს ბოლო 5 შეხვედრაში 2 მოგება, 2 მარცხი და ერთი ფრე აქვს.

სხვა სტატიები