Belive

გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ახალწვეულმა და პირველი გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.
"ძალიან გახარებული ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე და პირველი გამარჯვება მოვიპოვე", - თქვა ეროვნული გუნდის ახალწვეულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას.
საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები